მიიღე კონსულტაცია საუკეთესო სპეციალისტებთან
აიცერი საერთაშორისო გაიდლაინებისა და საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის გათვალისწინებით
აცრა სრულიად უსაფრთხო და ეფექტური გზაა პაციენტის ჯანმრთელობის დასაცავად
ვაქცინებით მართვადი დაავადებების პრევენცია თავიდან აგარიდებთ ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებებს
25 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი გაგიწევთ სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას
პრევენციულ მედიცინაში მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა და პრევენციული ღონისძიებების დროული გატარება
დაარსების დღიდან ჩვენი მისია იყო:
გადაუდებელი ანტირაბიული (ცოფის) და ანტიტეტანური იმუნიზაცია ხელმისაწვდომია ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, დასვენების დღეების ჩათვლით. ცოფის განმეორებით ვაქცინაციისთვის სასურველია მობრძანდეთ ყოველდღე 09:00-18:00 საათებში.
სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაცია ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:30 საათებში.
ცოფი 100%-ით ლეტალური დაავადებაა – ცოფით დაავადებული ადამიანის გამოჯანმრთელების დადასტურებული შემთხვევა აღწერილი არ არის.
სრულყოფილად აცრილ ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ გამოვლენილა.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ცოფით ინფიცირებულ ცხოველთან გქონდათ კონტაქტი (გაკაწვრა, კბენა, ან სხვა), აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-რაბიოლოგს.
მიწით დაბინძურებული ჭრილობის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს იმუნიტეტი ტეტანუსის წინააღმდეგ
ანტიტეტანური იმუნიზაცია ტარდება თუ პაციენტი არ არის აცრილი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან თუ პაციენტის ანტიტეტანური ვაქცინაციის სტატუსი უცნობია.
სატელეფონო საუბრით პაციენტის მდგომარეობის შეფასება და აცრის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რეკომენდებული არ არის. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
კონსულტაცია უფასოა.
ცოფის და ტეტანუსის გადაუდებელი ვაქცინაცია ფინანსდება საყოველთაო და/ან კერძო დაზღვევის ფარგლებში. აუცილებლია პაციენტის (და/ან მშობლის/მეურვის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
ცოფზე საეჭვო შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ რაც შეიძლება მოკლე დროში.
ტეტანუსის ვაქცინაცია შეიძლება დაიწყოს არა უგვიანეს 72 საათისა.
დიახ. გაიცემა. მათ შორის ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო ყვითელი სერთიფიკატი.
შეიძლება, მაგრამ საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია ინდივიდუალური სქემის შესარჩევად.
გადაუდებელი ანტირაბიული (ცოფის) და ანტიტეტანური იმუნიზაცია ხელმისაწვდომია ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, დასვენების დღეების ჩათვლით. სხვა ინფექციური დაავადებების გეგმიური ვაქცინაცია ტარდება ორშ-პარ 10:00-17:30
ცოფი 100% ლეტალური დაავადებაა, ცოფით დაავადებული ადამიანის გამოჯანმრთელების დადასტურებული შემთხვევა აღწერილი არ არის. სრულყოფილად აცრილ ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ გამოვლენილა.
სატელეფონო საუბრით პაციენტის მდგომარეობის შეფასება და აცრის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რეკომენდებული არ არის. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. კონსულტაცია უფასოა.