გეგმიური ვაქცინაცია, ყოველწლიურად, მილიონობით ბავშვსა და მოზარდს იცავს ინფექციური დაავადებებისგან. იმუნიზაციის ცენტრში ტარდება ვაქცინაცია საქართველოში დარეგისტრირებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებით.
ვაქცინაცია უტარდება ყველა ასაკის პაციენტს. ჩვენთან შეძლებთ მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია, ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი
ცოფით ინფიცირებული ან რისკის ქვეშ მყოფი ცხოველის მიერ გაკაწვრის, კბენის ან სხვა სახის კონტაქტის შემთხვევაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-რაბიოლოგს.
იმუნიზაციის ცენტრში 24/7-ზე მუშაობს ანტირაბიული და ანტიტეტანური განყოფილება, სადაც გადაუდებელ ქირურგიულ მომსახურებას მიიღებთ. აქ შეძლებთ ცოფისა და ტეტანუსის ვაქცინაციის გაკეთებას.
გადაუდებელი მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
ქირურგი/რაბიოლოგის კონსულტაცია
ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია.
ამბულატორიული გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება
ქირურგი კონსულტაციის (პაციენტის გამოკითხვის და დათვალიერების) შედეგად იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის საჭიროების და სქემის (პირობითი ან სრული კურსი) შესახებ. კონსულტაცია არ არის ფასიანი, ხოლო სატელეფონო კონსულტაცია ვაქცინაციის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არ არის რეკომენდებული - აუცილებელია ადგილზე მოსვლა.
ცხოველის ნაკბენის შემთხვევაში როდესაც ჭრილობა დაბინძურებულია მიწით, საჭირო ხდება ასევე ანტიტეტანური იმუნიზაციის ჩატარება.
გადაწყვეტილებას ტეტანუსის ვაქცინაციის საჭიროების შესახებ იღებს ექიმი პაციენტის ასაკის, ბავშვთა ასაკში ჩატარებული კალენდარული აცრების და მოზრდილ ასაკში ჩატარებული ანტიტეტანური იმუნიზაციის გათვალისწინებით.
მოგზაურობის მსურველებს ხშირ შემთხვევაში ესაჭიროებათ რამოდენიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქციანაცია საელჩოს მოთხოვნებიდან და არჩეული ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
იმისთვის, რომ ვაქცინაცია იყოს ეფექტური და უვნებელი, მნიშვნელოვანია მისი დროული დაწყება და კონკრეტული სქემის შერჩევა/დაგეგმვა ვაქცინებს შორის ურთიერთქმედების თავისებურებებისა და სავალდებულო ინტერვალის გათვალისწინებით.
ყვითელი ცხელების ვაქცინაციის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი.
სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი გზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, თუმცა, ყველა სხვა ვაქცინისგან განსხვავებით, გრიპის ვაქცინა სეზონურია. მისი გაკეთება ყოველ წელს არის საჭირო, ამის მიზეზი კი გრიპის ვირუსის ყოველწლიური გენეტიკური ცვალებადობაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინაცია არასდროს არის დაგვიანებული. ის ეფექტურად მიიჩნევა ნებისმიერ დროს, თუმცა, რა თქმა უნდა, აცრა მანამდე ჯობია, სანამ გრიპის ვირუსი გააქტიურდება, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება. აცრისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი ითვლება.
აცრა ნებადართულია 6 თვის ასაკიდან.